Jan 7, 2012

3 წელი და 5 თვე

შობის ღამეა... მე ვფიქრობ...
ნეტავ ეს წელი რისი იქნება...
პირველი წელი მეგობრობის იყო
მეორე - გაურკვევლობის
მესამე - მცირეხნიანი შეხვედრების და გრძელვადიანი დაშორებების
ეს რისი წელი იქნება ნეტავ?
მე ვიცი რაც მინდა
იმ ადგილებში წასვლის წელი მინდა, სადაც არასდროს ვყოფილვართ ერთად, ისეთი რამეების წელი რაც ერთად არასდროს გვიკეთებია :)
ჩვენ ხომ არასდროს ვყოფილვართ კინოში ერთად
ჩვენ ხომ არასდროს გვიცეკვია ნელი ცეკვა
ჩვენ ხომ არასდროს წავსულვართ ლაშქრობაში
ჩვენ ხომ არასდროს გაგვითევია ტყეში ღამე
ჩვენ ხომ წითელი ღვინო არ დაგვილევია
ჩვენ ხომ ეშმაკის ბორბალზე ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია
კიდევ რამდენი რამ

ხო... რავიცი

Mar 1, 2011

უსათაურო

იქნებ ის გზა ჯობდა? იქნებ იქით უნდა წასულიყავი, საითაც გადაწყვიტე? ის, მეორე გზა... არ შემიძლია ასეთს რომ გიყურებ, გგრძნობ. ჩემი ტკივილის ანალოგიურად მტკივა შენი. ხშირად არ ვარ ასე, ვერ ვარ. ძალიან მინდა ხოლმე განცდა, მაგრამ არ გამომდის.. ახლა კი, შვება არ მოვიდა...
შენთან უნდა მოსულიყო შვება. ბევრი რამ მოხდა, მაგრამ მაინც რატომ ხარ ასე დათრგუნული? ყველას საკუთარი გზა აქვს და ტვირთი. გზას ჩვენ ვირჩევთ მაინც... ტვირთი კი ვისაც რამდენი შეუძლია იმდენი მიაქვს? იქნებ მეტი?
მაგრამ... იქებ მაინც ის გზა ჯობდა? მეორე გზა...

Dec 12, 2010

შეგრძნებები

შეგრძნებები ისეთი თემაა პროფესიონალი ფსიქოლოგის დონეზე უნდა  ჩაუღრმავდე და ისე წერო. შეგრძნებების გაღვიძება რეალიზების გარეშე დამღუპველი თუ არა, სულ ცოტა უსიამოვნო მაინცაა. თუმცა შეგრძნებების ტრანსფორმაციაც შესაძლებელია, რასაც მე არ მივიჩნევ სწორად. ყველა შეგრძნებამ თავისი გზა უნდა ნახოს გამოსაღწევად. შეგრძნებების გამოუხატველობა ანომალიების საწინდარი ხშირად გამხდარა.
ზოგს კი შეგრძნებები საერთოდ არ გააჩნია

Nov 3, 2010

ironic? ყველაფერი კარგადაა

მოვიდა
როგორც იქნა მოვიდა, დამიბრუნდა
არადა ერთი წელია გელი, მეგონა უფრო მალე მოხვიდოდი, 21 ნოემბრიდან ყოველ დღე გელი მაგრამ შენ ერთი წელი არ მალოდინე, მაინც არაუშავს
არადა ერთად არ დავიბადეთ? :)) სად მიდიხარ ხოლმე :) გამიძვრები თვალსა და ხელს შუა, ხომ იცი მაინც ჩემთან მოხვალ ბოლო-ბოლო...
მე და შენ ერთარსი ვართ,მე ვიცი, ერთად დავამთავრებთ არსებობას
თუ ცხოვრების შანსი მოგვეცა, მაშინ ერთად დავასრულებთ ცხოვრებას :)
მიყვარხარ მე შენ
ხანდახან ისე მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს შენს გარეშე :)
აი, ამ წამს მივხვდი რომ მართლა მოსულხარ  და იცი როგორ ვარ?
isn' it ironic..
don't you think?
it's like raaaaaaaaaaaaaaaaaaaain................

ახლა არ მითხრა ბანალური ხარო :)
ბოდიში ბატონო, უფრო  ორიგინალურად ვერ დაგიხვდი :)

მოდი და მშთანთქე, თუ შთანმთქე... როგორცაა

რაც მთავარია უკვე ორნი ვართ, მე და ჩემი მშობლიური  დეპრესია :)

Oct 20, 2010

ნელთბილი

მგონი ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის გაჩენილები, იცი?
თითქოს ერთ პლანეტაზე ვართ, ოღონდ სხვა პლანეტაზე, არა აქ და ერთად, მაგრამ თან სხვადასხვა ორბიტაზე ვტრიალებთ თითქოს.სიჩქარეებიც კი სხვადასხვა გვაქვს
რა მიკვირს იცი? ასე როგორ ვგავართ და ასე როგორ განვსხვავდებით? იქნებ შენ იცი ამაზე პასუხი?
შენ ხომ არ გიყვარს სიმარტივეები? უფრო სწორად მარტივი ადამიანები... ხომ უფრო ღრმას ეძებ ადამიანში... ვიცი, ამას თვითონ ამბობ, მაგრამ რად გინდა ეგ იდუმალების ნიღაბი?
გამაგებინე რატომ არ თუ ვერ ვლაპარაკობთ ჩვენს ურთიერთობაზე? რად უნდა ამდენი ბურუსი? ვერ გავიგე... იცი როგორი დაბნეული ვარ?
ხან მგონია რომ უბრალოდ არაფერს გრძნობ
არადა ხომ ვფიქრობდი ასე და გადავწყვიტე საერთოდ არ გვქონოდა ურთიერთობა... ხო, ზუსტად... გადაწყვეტილებებს ვიღებ მარტო... შენთან ერთად არა
მე დავიღალე ერთხელ უკვე
და უკვე ვხვდები მეორედაც ვიღლები
"ნელთბილობები" - გეცნობა ეს სიტყვა? ალბათ არა. ამ სიტყვის ავტორს იცნობ სამაგიეროდ
აი ეგაა ჩვენი "ურთიერთობა"
ალბათ შენ თვითონაც არ იცი... ალბათ დაკავებული ხარ... ალბათ... ალბათ...
არ მინდა რა, წელიწადში ერთხელ გადმოფრქვევა არ მყოფნის რა
საზიზღრად ვარ უკვე, ვხვდები
გითხარი კიდეც, იმის მაგივრად რომ შენთან ერთად სიცოცხლე მინდოდეს ყველაფერს აკეთებ რომ აღარაფერი მინდოდეს-თქო... სიცილით გითხარი, მაგრამ მართალია და იცი შენ ეს
ვერაფერს გეუბნები... შენ გთხოვ, მაგრამ ვერც მე გელაპარაკები. რა  გავაკეთო მითხარი... როგორ დაგელაპარაკო, რა მოვიმოქმედო? ან საერთოდ რამე მოვიმოქმედო?
რად გინდა ეს ყალბი და მოჩვენებითი იდუმალება, გამაგებინე
მე შენში ზუსტად ის მომწონს, სხვებს რომ არ გავხარ... ის მომწონს რომ მე როგორსაც გიცნობ ისეთს არ გიცნობს სხვა...
ექვსი თვე არ გნახე და იმასაც ვერ მიხვდი რომ განა არ მეცალა, უბრალოდ არ მინდოდა შენთან შეხვედრა... მაინდამაინც უნდა მეთქვა კონკრეტულად? მაინდამაინც უნდა მეყვირა გშორდებითქო? დაშორება როგორ გამოვიდოდა, ერთად არც ვყოფილვართ...
ექვსი თვე არ მინახიხარ და არც მომნატრებიხარ, პირიქით - მსუბუქად ვიყავი... მერე, ნელნელა მივხვდი რომ შენი სიდებილეები მომენატრა, აი - სიდებილეები...
ღმერთო ჩემო, მითხარი რომ მეგობარი ვარ მხოლოდ, ეს თუ არ მერჩიოს რა...
რა გავაკეთო მითხარი, რა ვქნა?
მითხარი ვინ ვარ შენთვის, უბრალოდ მითხარი... რომ ეს დასკვნაც მე არ გამოვიტანო
... ასე აღარ მინდა
მერე ალბათ გაიმეორებ - რატომ ართულებ, ასე ხომ კარგად ვართ? :) ალბათ შენ კარგად ხარ ... იმიტომ ვამბობ, სხვადასხვა სიჩქარით ვმოძრაობთ სხვადასხვა სიბრტყეში, თუმცა კი ერთ პლანეტაზე
არადა რაღაცნაირი ხარ - მშობლიური, თითქოს ყოველთვის იყავი, თითქოს სულ მახსოვხარ... შენ ჩემთვის ვნებების ქარცეცხლი არ მოგიტანია, არც გრძნობების ზღვა... პირიქით, ძირითადად ნერვებს მიშლი და ხანდახან, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან... შენ ხომ იცი რომ მარტივი არ ვარ... და შენ ხომ მოგწონს ეს?
გამანთავისუფლე ამ გაურკეველობისგან... გამანთავისუფლე რომ მე გავხდე მე. ვერ ხვდები რომ ეს მე არ ვარ? ვერ ხვდები რომ მთელი არსებით შებოჭილი ვარ? ვერ ხვდები???
ვერ ხვდები!
მე არ დაგიღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი რომელსაც დავუღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი ვისთანაც მე  არ ვიქნები მე.... როგორ მინდა თავისუფალი ვიყო, შენ კი რატომღაც ბურუსი მოგწონს... მე ვერ ვხვდები როდის მიდი-მოდიხარ... ხოდა წადი, ბატონო, ოღონდ მითხარი რომ  წახვალ
და როცა მოხვალ, მაშინაც მითხარი - მე მოვედი